Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
შალვა ტაბატაძე

თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი. განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო კენტის უნივერსიტეტში (აშშ). მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო აკადემიური, კვლევითი თუ პრაქტიკული საქმიანობისთვის. არის ედმუნდ მასკის პროგრამის სტიპენდიანტი. მიღებული აქვს ჯილდო ორგანიზაცია PHI BETA DELTA INTERNATIONAL SCHOLARS-გან; კენტის უნივერსიტეტის მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდო; საერთაშორისო და შედარების განათლების საერთაშორისო საზოგადოების ჯილდო განათლების რეფორმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; არის 4 წიგნის, 5 მონოგრაფიის და 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 10 წიგნის რედაქტორი, საერთაშორისო ჟურნალ „მულტილინგვური განათლების საერთაშორისო ჟურნალის“ თანადამფუძნებელი. მონაწილეობა მიღებული აქვს 40-ზე მეტ კვლევით და საგანმანათლებლო საერთაშორისო პროექტში.